შსს: დაკავებულია პირები, რომელიც ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ

25.10.25 12:19
შსს: დაკავებულია პირები, რომელიც ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები -  1998 წელს დაბადებული მ.თ.,  1993  წელს დაბადებული ო.უ. და  1975 წელს დაბადებული ი.  ქ. დააკავეს - ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავცრელებს. 

უწყების მტკიცებით, დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.

თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ,  მ.თ. განზრახ მკვლელობის,   ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის,  ხოლო  ი.ქ.  ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით  ინტერპოლის წითელი ცირკულარით  იძებნებოდნენ. 

სამართალდამცველებმა  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე მათგანი  ბათუმში,  სხვადასხვა დროს  დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები