საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს

25.03.21 13:00
საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს

საქართველოში მოსული დიდი ნალექის შედეგად სიტუაცია გამწვავდა ცაგერსა და ქართლში. ცაგერში  დღეს კიდევ ერთი მეწყერი მოწყდა და ლაილაში-ღუს საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა. მოსახლეობას გადაადგილება ფეხით უწევს.   ხელისუფლებამ სოფელ ღუში საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალება შეიტანა.  ადგილობრივები მეწყერსაშიშ  მდგომარეობას  ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. 

24 საათია, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს სოფელ ქვახვრელში. მდინარე მტკვარზე ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე 6 მწყემსი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან  4 გუშინ ღამეს გამოიყვანეს, 2 მწყემსი კი კუნძულზე დარჩა.  ადგილზე მაშველები და სოფლის მოსახლეობაა მობილიზებული. მაშველები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის წყლის დონემ დაიწია და მწყემსებისა გამოყვანა უახლოეს პერიოდში მოხდება.