მანქანიდან სისხლიანები გამორბოდნენ - ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი დეტალებს იხსენებს
მკვლელობა და დაჭრა ატმების ბაღში - ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი დაპირისპირების დეტალებს ყვება. ადგილობრივებმა ათამდე გასროლის ხმა გაიგეს.
თვითმხილველი "ტვ.პირველთან" იხსენებს, რომ ყიტაანი- ჩუმლაყის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მისულებს” მერსედერსის” მარკის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრირული დახვათ, სადაც ერთი ადამიანი გარდაცვლილი , ხოლო სამი დაჭრილი იყო .
"მალხაზის შვილი მოვიდა, ავტომობილში ჩამსვა, დავბრუნდით ყიტაანში, მანქანა "დაფრთხა" დიდი სისწრაფით წავიდა. მივედით ადგილზე და ავტომობილიდან სისხლიანები გამორბოდნენ. ერთ-ერთმა, მეგრელმა ავტომობილიდან დაჭრილი თავად გადმოიყვანა, მანქანაში ჩაჯდნენ და გაუჩინარდნან"- აცხადებს თვითმხილველი.
მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში დილით მოხდა. დაჭრილია კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადურაშვილი და მასთან მყოფი ორი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.