გაძვირებული ცხოვრება - პროდუქტებზე ფასები, შესაძლოა, 10%-ით გაიზარდოს

25.03.21 13:26
 გაძვირებული ცხოვრება - პროდუქტებზე ფასები, შესაძლოა, 10%-ით გაიზარდოს

გაღარიბებული ქვეყნის გაძვირებული ცხოვრება -  სავალუტო ბაზარზე პანიკაა, ლარი დილიდან ისევ უფასურდება. ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე 1 დოლარის შესაძენად 3 ლარი და 34  ნახევარი თეთრია საჭირო. 

ეროვნული ვალუტის რეკორდულმა გაუფასურებამ პროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაზარდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი იმპორტიორები ამბობენ, რომ მომდევნო თვის განმავლობაში, დიდი ალბათობით, საკვებ პროდუქტებზე ფასის გაზრდა 10%-ით მოუწევთ.  მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლარის რეკორდული გაუფასურება საბოლოოდ  სამუშაო ადგილების შემცირებასაც იწვევს.  

უკვე დიდი ხანია ძალიან დრამატული დინამიკაა გაუფასურების კუთხით, ბუნებრივია, ეს აისახება იმპორტირებულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით სურსათზე, რომელიცუფრო სწრაფად ბრუნვადია. პირდაპირპროპორციულად გვიწევს ხშირად ასახვ. პროდუქტზე ფასის გაზრდა იწვევს ამ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად, ჩვენც გვიწევს უკვე ჩვენი სამუშაო ადგილების გადახედვა, ჩვენი დანახარჯების გადახედვა. რადგან წინასწარ გვიწევს რაღაცეების გათვლა, ალბათ საშუალოდ 8%-დან 10%-მდე მოგვიწევს გაძვირება, - ამბობს ერთ-ერთი იმპორტიორი.