არჩილ მუსელიანცი პაატა სალიას: თავად ჩაჯდეს 3 დღით და ნახავს ყველაფერს

28.10.25 23:35
არჩილ მუსელიანცი პაატა სალიას: თავად ჩაჯდეს 3 დღით და ნახავს ყველაფერს

სინდისი პატიმარი არჩილ მუსელიანცი “ტვ პირველს“ წერილს უგზავნის, სადაც გლდანის ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.

მუსელიანცი დეტალურად წერს, როგორი საკვების მიღება უწევთ პატიმრებს, ასევე, რამდენად შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და ელემენტარული ექიმტან ვიზიტიც კი, თითქმის, შეუძლებელია.

სინდისის პატიმარი დარწმუნებულია, რომ მისი წერილის შემდეგ, სალიას უწყება აუცილებლად თავის მართლებას დაიწყებს და ამიტომ, სთავაზობს, თავად პაატა სალია ჩაჯდეს ციხეში, რათა საკუთარ თავზე გამოსცადოს ყველა ის უბედურება, რისი გადატანაც პატიმრებს ციხის კედლებში უწევთ.

ეს არის სრული და მოკლე ინფორმაცია იმ ყველაფერზე, რა პირობებშიც უწევთ ხალხს სასჯელის მოხდა. რა თქმა უნდა სალია გამოაჭენებს პოსტს, რომ ყველაფერი კარგადაა და არანაირი ხარვეზი არ არსებობს, რა თქმა უნდა, რომელი უწყება აღიარებს იმას, რომ ვერ უმკლავდება სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ მას შეუძლია თავად ჩაჯდეს 3 დღით და  ნახავს ყველაფერს. 
აქვე ვადასტურებ იმას, რომ თანახმა ვარ საჯაროდ გავრცელდეს აღნიშნული წერილი. შეუძლიათ წერილები ამიკრძალონ, დარეკვა ამიკრძალონ, ან პროვოკაციები მომიწყონ და დამაკარცერონ, მაგრამ ჩვენ ხომ ბრძოლაში ვართ და აქაც არ გავჩუმდები, რითიც შევძლებ, ყველაფრით ვამხელ რეჟიმს. და კიდევ დამხობა რეჟიმს, ცეცხლი ოლიგარქიას, - წერს მუსელიანცი.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

მსგავსი სიახლეები