ნინო დათაშვილს გირაოს თანხა 10 წუთში აუგროვეს

29.10.25 13:41
ნინო დათაშვილს გირაოს თანხა 10 წუთში აუგროვეს

ნინო დათაშვილს გირაოს თანხა 5000 ლარი 10 წუთში აუგროვეს - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში წერენ. 

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა ციხეს დღესვე დატოვებს.  

ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 5000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

გადაწყვეტილება ნინო დათაშვილმა პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოისმინა. 

მსგავსი სიახლეები