სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

29.10.25 14:02
სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის,  ანრი კვარაცხელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. 

პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

აქციების დროს დაკავებულ ანრი კვარაცხელიას მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ  18 ივლის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

  • ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.