მეუფე შიო რუსეთისგან დასმული ეგზარქოსია - არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)

29.10.25 14:13
მეუფე შიო რუსეთისგან დასმული ეგზარქოსია - არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)

 

 

არქიმანდრიტი ილია თოლორაია საპატრიარქოს მოუწოდებს მედიისთვის კომისიის სხდომა გახსნას. სასულიერო პირი, რომელიც დღეს საპატრიარქოში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან ერთად მივიდა, "პირველებთან" ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მოსაყდრე შიო რუსეთისგან დასმული ეგზარქოსია, რომლის სურვილიც საქართველოს ეკლესიაში რუსული პოლიტიკის გატარებაა. 

წმინდა კირიონის და ამბროსის ამ შემონახულ ეკლესიას ეგზარქოს მეუფე შიოს არ გადავაბარებთ - ამბობს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია) .

იმის ვაჟკაცობაც არ ეყოთ, რომელიმე სასულიერო პირი გამოსულიყო. მე მახსენდება საქართველოს ისტორიაში 1811 წელს დაინიშნა პირველი ქართველი ეგზარქოსი, რომელიც პირდაპირ ჩადგა რუსის სამსახურში და ამის შემდეგ დიდ კირიონამდე გვყავდა რუსი ეგზარქოსები და დღეს მეუფე შიო იმეორებს ისტორიას და ის არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი, როგორც ჩანს ეგზარქოსი, რუსისგან დანიშნული, რომელსაც დაავალეს პირდაპირ რუსეთისგან, რომ ეკლესიაში რუსული პოლიტრიკა გაატაროს.

რუსულ პოლიტიკას მეუფე შიო ვერ გაატარეს ეკლესიაში. ეს  ეკლესია არ არის მხოლოდ მეუფე შიოსი, ის არის ხალხის და არის იმ ნამდვილი სამღვდელოების, რომლებიც მთელი მათი ცხოვრება ემსახურებოდა საქართველოს. წმინდა კირიონის და ამბროსის ამ შემონახულ ეკლესიას ეგზარქოს მეუფე შიოს არ გადავაბარებთ", - განაცხადა "პირველებთან" არქიმანდრიტმა ილია (თოლორაიამ) .

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი  საპატრიარქოსთან მივიდა, თუმცა მას შემდეგ რაც ეპარქიული კომისიის სხდომაზე კროტიკული მედია არ შეუშვეს, მან ამ სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

ფოტო: "ნეტგაზეთი"