მამა დოროთე ამბობს სიმართლეს, სიმართლის გასამართლება არის ქრისტეს გასამართლება - არქიმანდრიტი შიო
არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია ამბობს, რომ მამა დოროთეს გასამართლება ქრისტეს გასამართლებას უდრის, რადგან სასულიერო პირს მართალი სიტყვის გამო სჯიან. მისი თქმით, ასამართლებენ არა პიროვნულად მამა დოროთეს, არამედ მის მართალ სიტყვას.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ მე ერთი რამ მინდა, ვთქვა: ვინც დღეს მამა დოროთეს ასამართლებს, ის ქრისტეს ასამართლებს. იმიტომ, რომ მამა დოროთე სიმართლეს ამბობს და სიმართლის გასამართლება არის იგივე ქრისტეს გასამართლება. როგორც ანა და კაიაფმ შეაპყრობინეს ქრისტე და გაასამართლეს პილატეს სასამართლოზე, ისე ესენიც ცდილობენ დღეს, რომ ქრისტე გაასამართლონ. არა მამა დოროტე პიროვნულად, არამედ ის სიტყვა, რომელსაც ის ამბობს და სიტყვა რომელიც მართალია, მისი გასამართლება არის იგივე ქრისტეს გასამართლება, - ამბობს არქიმანდრიტი.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოსთან მივიდა, თუმცა მას შემდეგ რაც ეპარქიული კომისიის სხდომაზე კროტიკული მედია არ შეუშვეს, მან ამ სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად საპატრიაროქში მივიდნენ სხვა სასულიერო პირებიც მათ შორის: არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო, იღუმენი ანდრია. საპატრიარქოსთან იმყოფებიოან მაღალი იერარქის სულიერი შვილებიც.