თითქმის გამორიცხულია, ნინოს ჯანმრთელობა პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდეს - დათაშვილის ქმარი
წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული მასწავლების, ნინო დათაშვილის ქმარი, გოდი ფრუიძე ამბობს, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ თითქმის გამორიცხულია პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდეს.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნინო დათაშვილის სასწრაფო რეაბილიტაცია მოხდეს, რათა რეგრესი არ გაგრძლდეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ პრაქტიკულად სასამართლოში არც კი ჩართეს ნინო, ანუ სურათი არ გამოჩინეს და მისი ტკივილისგან კივილი ისმოდა სხდომაზე. ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალიან გაჭირდება პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება. თითქმის გამორიცხულია. ამით საქმე არ მთავრდება, სასამართლო გრძლდება, მაგრამ ახლა საჭიროა, მოხდეს ნინოს სასწრაფო რეაბილიტაცია და არა რეგრესის გაგრძელება, რაც ჯერჯერობით მიმდინარეობს", - ამბობს ფრუიძე.
პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა ციხეს დღესვე დატოვებს.
ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 5000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება ნინო დათაშვილმა პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოისმინა.