ადვოკატი: დათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პროკურატურამ 20 ივნისიდან იცოდა, ამიტომ მათი შუამდგომლობა დიდი ვერაფერი ვერ არის

29.10.25 14:55
ადვოკატი: დათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პროკურატურამ 20 ივნისიდან იცოდა, ამიტომ მათი შუამდგომლობა დიდი ვერაფერი ვერ არის

ნინო დათაშვილის ადვოკატი, თამარ გაბოძე ამბობს, რომ პროკურატურას სხვა გზა დარჩენილი აღარ ჰქონდა, გარდა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისა, რადგან უფლებადამცველის თქმით, დაკავებული პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობას. 

"ამიტომ დღეს მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა დიდი ვერაფერი ვერ არის - სხვა გზა არ არსებობდა" - თქვა სასამართლოს ხდომსი დასრულებსი შემდეგ ადვოკატმა. 

პროკურატურამ თავად დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის-გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პროკურატურის საოცარი გადაწყვეტილებაა, რადგან 4 თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, რაზეც პასუხისმგებლობა პროკურატურას აქვს, რადგან ის იყო უკანონო, დაუსაბუთებელ პატიმრობაში. ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრალოდ არ აძლევდა ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ პატიმრობაში ყოფილიყო და პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. ამის შესახებ პროკურატურისთვის 2025 წლის, 20 ივნისს ცნობილი იყო. დღეს მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა დიდი ვერაფერი ვერ არის, რადგან სხვა გზა არ არსებობდა. დღესვე დატოვებს საპატიმროს“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა ციხეს დღესვე დატოვებს.  

ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 5000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

გადაწყვეტილება ნინო დათაშვილმა პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოისმინა.