"იმდენად დაგვაზიანეს, აქეთ აქვთ ბოდიში მოსახდელი" - დათაშვილს რუსთავის ციხესთან მხარდამჭერები ელოდებიან
ნინო დათაშვილი საპატიმროს წუთი-წუთზე დატოვებს - რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთან მასწავლებელს მხადამჭერები და ოჯახის წერვები ელოდებიან.
სასამართლოს განჩინება რუსთავის ციხეს წესით უკვე უნდა გადაგზავნოდა, ახლა კი გამოსახლების პროცედურაა დარჩენილი. პედაგოდი შესაძლოა პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანენ ეტლით.
ციხესთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პროკურატურა დათაშვილის ასეთ კრიზისულ მდგომარეობამდე მსივლას არ უნდა დალოდებოდა და აქმადე უნდა გაეთავისუფლებინა ის პატიმრობიდან. სწორედ ამიტომ აქტივისტები აცხადებენ, რომ პროკურატურას მადლობას არ გადაუხდიან.
"იმდენად დაგვაზიანეს, აქეთ აქვთ ბოდიში მოსახდელი" - აცხადებენ აქტივისტები.
დათაშვილი სანამ კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მიიყვანეს, მანამ არ მომხდარა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. პროკურორი უთითებდა, რომ ბოლო კვლევების გამო ვაყანებთ ამ შუამდგომლობასო. ნინოს მდგომარეობა აქამდე არ უნდა მიეყვანათ. სამადლობელი არაფერი გვაქვს, რადგან ყველა ტყვე დაუსაბუთებელი ბრალდებით ზის ციხეში. ჩვენ უკვე იმდენად დაგვაზიანეს, რომ აქეთ აქვთ ბოდიში მოსახდელი", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
მოვედით რუსთავში რომ დავხდეთ ამ ქალბატონს. დაკავების დღიდან ვიცოდით და ვიძახდით, რომ ნინო დათაშვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მისი პატიმრობა გამოიწვევდა ჯანმრთელობის გაუარესებას და სანამ ასე ბოლო დღემდე მოვედით, რომ ადამიანს გადაადგილებაც კი უჭირს, პორკურატურამ არც კი იკადრა, რომ ეს ქალბატონი გამოეშვა. ამისთვის მე მათ მადლობას არ გადავუხდი, იმიტომ, რომ ეს იყო მათი მოვალეობა პირველივე დღიდან. ასე რომ პროკურატურას არნაირი მადლობა", - ამბობს დათა ქაშიაშვილი.
პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა ციხეს დღესვე დატოვებს.
ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 5000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება ნინო დათაშვილმა პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოისმინა.