დღეს ნინო დათაშვილის მხარდამჭერი მსვლელობა დაანონსდა

29.10.25 15:21
დღეს ნინო დათაშვილის მხარდამჭერი მსვლელობა დაანონსდა

დღეს ნინო დათაშვილის მხარდამჭერი მარში დაანონსდა - სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ. 

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა ციხეს დღესვე დატოვებს.  

ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 5000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

გადაწყვეტილება ნინო დათაშვილმა პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოისმინა. 

 

მსგავსი სიახლეები