ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა - პირველი კადრები რუსთავის ციხიდან
სამოქალაქო აქტივისტი, ნინო დათაშვილი თავისუფალია - მასწავლებელმა, რომელმაც პატიმრობაში რამდენიმე თვე გაატარა, რუსთავის ქალთა ციხე დატოვა.
კადრებში, რომელიც ადგილზე მობილიზებულმა მედიამ გადაიღო, ჩანს, რომ ქალს გადაადგილება უჭირს.
"ძალიან გთხოვთ ნუ შემეხებით, ყველაფერი მტკივა, დაჯდომა მინდა" - უთხრა მეგობრებს ნინო დათაშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტი ტერიტორიიიდან ოჯახის წევრებმა ავტომობილით წაიყვანეს. პედაგოგი სავარაუდოდ, სახლში წავა, რის შემდეგ მას კლინიკაში გადაიყვანენ. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა პროკურატურის და მოსამართლის გადაწყვეტილების მიზეზი, რომ დაკავებული მასწავლებლისთვსი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეცვლილიყო.
21 სექტემბრიდან ვრცელდება ინფრომაცია, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის ორ ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებს.