რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენება კიდევ ორმა მოწმემ მისცა - რა მოხდა პროცესზე
დღევანდელ სასამართლო პროცესზე რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენება კიდევ ორმა მოწმემ მისცა. საუბარია შპს "ჯეოკრაფტის" დ "ნახიდურიჰესის" დირექტორსა და თანამშრომელზე, ორივე კომპანია კი სწორედ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველესთან არის კავშირში.
ორივე მოწმეს სასამართლოს დღეს დაუდასტურა, რომ რომეო მიქაუტაძემ მართავდა აღნიშნულ კომპანიებს მაშინ, როცა ის სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა.
კონკრეტულად დაიკითხნენ იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელთა მართვაშიც მონაწილეობდა რომეო მიქაუტაძე და მათ დაადასტურეს, მათ შორის, დირექტორმა, რომ ერთ-ერთი კომპანიის მართვაშ მონაწილეობდა რომეო მიქაუტაძე, გადაწყვეტილებებში ღებულობდა მონაწილეობას. ასევე მეორე კომპანიის მეწილემაც განაცხადა, რომ მონაწილეობდა ამ კომპანიის საქმიანობაში ბრალდებული. შემდეგ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ და დავადასტურებთ, რომ მას წარდგენილი ბრალდება სწორად აქვს წაყენებული, - ამბობს ბრალდების მხარე.
დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროცესის შემდეგ მიქაუტაძის ოჯახის წევრებმა დუმილი დაარღვიეს და "პირველებს" უთხრეს, რომ საერთოდ არ იციან, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მიქაუტაძის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას.
არცერთი მოწმე არ მყავს თვალით ნაანხი სიცოცლეში. კარგადაა ყველაფერი, - ამბობს ნინო მიქაუტაძე.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.