"პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით" - სალომე ზურაბიშვილი

29.10.25 20:10
"პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით" - სალომე ზურაბიშვილი

"პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას მეტისთვისაც გაუძლია და კიდევ გაუძლებს. 

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ. თუმცა, მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც  გაუძლო და კიდევ გაუძლებს!  

ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. 

კომისია პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდა, რომ არქიმანდრიტი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.

განჩინებაში ნათქვამია, რომ "სასჯელი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო" დაეკისრა.

კომისიის წევრებმა ასევე არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს სასულიერო პირის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც განჩინებაში თავი მოუყარეს.