სასამართლომ თამარ ჭუმბურიძე 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

29.10.25 20:16
სასამართლომ თამარ ჭუმბურიძე 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ თამარ ჭუმბურიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა. 

სამოქალაქო აქტივისტს სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზის ხელოვნურად გადაკეტვის გაპროტესტება რუსთაველზე, იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ თვლით, რომ არასაკმარისი ხალხი იყო ამისთვის, უფრო ხელოვნური იქნებოდა თუ ამაზე პროტესტი არ გვექნებოდა.

თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. არ აქვს მნიშვნელობა სასჯელს, პირობას გაძლევთ პროკურორო ისევ აქტიურად გავაგრძელებ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს," - თქვა თამარ ჭუმბურიძემ პროცესზე. 

თამარ ჭუმბურიძეს პოლიციელებმა ხელბორკილები დღეს დაადეს.

მსგავსი სიახლეები