უწყვეტი პროტესტის 336-ე დღე - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა
უწყვეტი პროსტესტის 336-ე დღეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ისინი გზის სავალ ნაწილზე მყოფ მოქალაქეებს მობილური ტელეფონებით უღებენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, ცოტა ხნის წინ შოთა რუსთაველის ძეგლიდან მარშით წასული პროტესტის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც მასწავლებელ ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
[ფოტო: Mo se]