"ეს იყო რეჟიმის მხრიდან საკუთარ სისუსტეებთან შეჯახება" - ბესელია დათაშვილის გამოშვებაზე
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლა "რეჟიმის მხრიდან საკუთარ სისუსტეებთან შეჯახება იყო".
მისი თქმით, ნინო დათაშვილის წინააღმდეგ გირაოც და სისხლისსამართლებრივი დევნა უსამართლოა, თუმცა მისი თავისუფლება, დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
უზომოდ მიხარია ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ გირაოც მიმაჩნია, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა, საერთოდ უსამართლოა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ამის მიუხედავად დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისი თავისუფლება. ეს იყო თავად რეჟიმის მხრიდან საკუთარ სისუსტეებთან შეჯახება იმიტომ, რომ ხედავდნენ რა მძიმე მდგომარეობაში ჰყავდათ უდანაშაულო ქალო-პედაგოგი.
მე მინდა მის კოლეგებს ვუთხრა, იმ მასწავლებლებს, რომლებიც პირველ რიგში სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ასწავლიდნენ ახალგაზრდებს რომ არ შეიძლება ვერ ბედავდე იმის თქმას, რომ ნინო დათაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, არ შეიძლება მზია ამაღლობელზე არ შეგეძლოს და ვერ გაბედო იმის თქმა, რომ ადამიანი, რომელიც სიმბოლოა წესიერების და პროფესიული ღირსების, რომ მის პატიმრობას ეგუები," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნინო დათაშვილმა ქალთა ციხე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით დატოვა.