"არც მჯერა, რომ თავისუფალი ვარ" - ნინო დათაშვილი
"არც მჯერა, რომ თავისუფალი ვარ" - ამის შესახებ მასწავლებელი, ნინო დათაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
ის მოქალაქეებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება მათი დამსახურებაა.
არც მჯერა, რომ თავისუფალი ვარ. ეს თქვენი ყველას დამსახურებაა, ხალხო, მადლობა ყველას," - წერს ნინო დათაშვილი.
ცნობისთვის, 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნინო დათაშვილმა ქალთა ციხე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით დატოვა.