გადაიქცა თუ არა საქართველო “შავ ხვრელად“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში - რას ამბობენ ეკონომისტები
სანქციების ბუშტთან გამკლავება სქართველოში - ამ სათაურით ქვეყნდება "ფორიინ პოლისის" ანალიტიკური სტატია, სადაც აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთითვის მაშველი რგოლის როლში.
იმ ფონზე, როდესაც დასავლური სანქციები მძიმე იყო ოკუპანტი ქვეყნისთვის, სხვადასხვა ქვეყნების გავლით იპოვა რუსეთმა გზები, მათ შორის კავკასიის რეგიონი და ცენტრალური აზიაა ერთ-ერთი მთავარი.
ანალიტიკოსები წერენ, რომ მათ შორის კავკასიაში საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, სადაც სანქციების მკაცრად დაცვის ნაცვლად, კონკრეტულმა პირებმა, გამდიდრება დაიწყეს.
მათივე თქმით, ორმაგი დანიშნულების ნივთების შემთხვევაში, რეექსპორტის შემთხვევაში ხდება სწორედ ეს სქემა.
ანალიტიკოსების თქმით, საქართველოში მათ შორის ეკონომიკური მოდელიც შეიცვალა და ქვეყანაში რუსული ფულის, ბიზნესების და ასევე, რუსული პროფესიული წრეებიდან ადამიანებსი შემოდინება.
ეკონომისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების ნივთი და სანქიცრებული პროდუქტი სხვადასხვა გზებით ხვდებოდეს რუსეთში და ამ ყველალფერზე პასუხისმგებელია, ბუნებრივია “ქართული ოცნება“.
საქართველოს მეშვეობით რუსეთში გადის ტვირთები, ეს გამოიხატება იმაში, რომ 10 ათასობით რუსული ანგარიში გაიხსნა ქართულ ბანკებში და ეს ბანკები ეკონომიკის რუსიფიკაციას აკეთებენ. ეს გამოიტახება იმაში, რომ ყულევის ნავთობტერმინალი შენდება, რომელმაც ასევე უკვე მიიღო რუსული ტანკერი და რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქცირებული არ არის და ა.შ. სინამდვილეში დასავლეთისთვის ეს არის, რომ ლოჯისტიკურ მხარეს, საქართველომ დაიჭირა რუსეთის მხარე. სანქციების გვერდის ავლით, ქოლცენტრების, სხვადასხვა კრიმინალური სქემების, კორუფციული ფულის შედეგად, ამ ფულის გარეცხვას ყოველდღე ვხედავთ ჩვენ, ფაქტობრივად რუსეთის უკანა ეზოდ და ფულის მანქანად გადაიქცა ყველაფერი, - ამბობს ქადაგიძე.