ინციდენტი დადიანზე - მძღოლი პოლიციის მაღალჩინოსანს დაეჯახა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა მძღოლი რომელიც სკოლის მოსწავლეებს მანქანის შეჯახების საფრთხეს უქმნიდა, საბოლოდ კი პოლიციის მაღალჩინოსანს, ლაშა სალუქვაძეს დაეჯახა.
სიტუაცია დადიანის ქუჩაზე გუშინ ღამე დაიძაბა, მას შემდეგ რაც სკოლის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად გზა გადაკეტეს და სკოლის აშენებას ითხოვდნენ.
ვიდეოო მასალაში ჩანს, რომ შავი ავტომობილი აქციის მონაწილეებთან, სწორედ იწყებს სახიფათო მანევრების შესრულებას, ხალხის პანიკაში ჩაგდებას ცდილობს და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ირკვევა, რომ დაზიანდა ადგილზე მდგარი ერთ-ერთი მშობლის ავტომობილიც. საბლოოდ, მძღოლმა სავარაუდოდ მიმალვა სცადა, ავტომობილი კი რომელსაც მართავდა, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დატოვა. არსებული ინფორმაციით, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი.
"პირველები" ლაშა სალუქვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსანმა საუბარი არ ისურვა.
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მანქანის მიერ სახიფათო მანევრირების შესრულების საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით დაიწყო. ამის შესახებ "TV პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.