შიმშილობის მესამე დღე - მოშიმშილეები პარლამენტთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგეობას ითხოვენ
შიმშილობის მესამე დღე პარლამენტთან - ამ დრომდე პროტესტის უკიდურეს ფორმას რამდენიმე მოქალაქე მიმართავს.
რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საყურადღებოა, თუმცა, ირკვევა, რომ პარლამენტის წინ ამ დრომდე არ დგას რეანომობილი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
მოშიმშილეები მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, მათთვის სასწრაფო დახმარების 1 ბრიგადა მაინც გამოყონ.
ჩვენ რუსთაველის გამზირის პროტესტის ნაწილი ვართ, უბრალოდ ეს ფორმა ჩავთვალეთ იმდენად ადეკვატურად, რა რეალობაც შეიქმნა. ყუველა ხედავს რამდენი სინდისის და პოლიტ პატიმარია ქვეყანაში და რამდენად უტიფრად იქცევა ხელისუფლება. ეს არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სენსიტიურია. ისინი დღეს დიდი ლუპით უყურებენ საქართველოს, ქართველი ხალხის ბრძოლას და თუ გვინდა დავაჩქაროთ მათი უშუალო მონაწილეობა სახელისუფლებო ზეწოლალაზე, უნდა წავიდეთ სწორედ პროტესტის რადიკლაურ ფორმებზე, - ამბობს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე.