დაკავებულია კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი

30.10.25 11:40
დაკავებულია კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი

დაკავებულია კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს.

როგორც ცირა ბარკაია წერს, მისი მეუღლე მანქანიდან იმ დროს გადაიყვანეს, როცა შვილი საავადმყოფოში მიჰყავდა.

გიორგი დააკავეს Giorgi Mrevlishvili. რამდენიმე წუთის წინ წაიყვანეს. შვილი მიგვყავდა ექიმთან და გადაიყვანეს მანქანიდან, - წერს მეუღლე.

სავარაუდოდ, რეჟისორს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.