მკვლელობა სიღნაღში - კაცმა სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა, 1 ადგილზე გარდაიცვალა

30.10.25 12:15
მკვლელობა სიღნაღში - კაცმა სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა, 1 ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა სიღნაღში - კაცმა სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა, 1 ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია  1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.