ნიკა კვიტატიანმა საპატიმრო დატოვა
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი თავისუფალია - მან იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ახალგაზრდა აქტივისტი ამბობს, რომ გავა ისევ ქუჩაში და გაუწევს წინააღმდეგობას “ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას.
ჩემ სამდღიან პატიმრობას პატიმრობად ვერც ჩავთვლი, “პოსტივის“ ქარდიდან 6 დღე კი გამომდის, მაგრამ რეალურად 3 დღე მომიწია ყოფნა. ბიჭები არიან მხნედ. თამთა გოგოლაძეც ამ იზოლატორშია და ისიც მხნედაა, ყველა ბრძოლის განწყობაზე. მე რუსტაველზე მივალ, ისინიც რომ გამოვლენ რუსთაველზე მოვლენ. ვაგრძელებთ პროტესტს, - განაცხადა კვიტატიანმა.
კვიტატიანი რუსთაველზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. მას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 3 - დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ მის დაკავებამდე, რამდნეიმე დღით ადრე სამთავრობო მედია წერდა, რომ კვიტატიანი დააკავეს, თუმცა ის, ჯერ ისევ თავისუფალი იყო.