გიორგი და ირაკლი წულაიებმა ბაკურიანის იზოლატორი დატოვეს
გიორგი და ირაკლი წულაიებმა ბაკურიანის იზოლატორი დატოვეს. მათ იზოლატორთან მხარდამჭერები და მეგობრები დახვდნენ.
ირაკლი წულაია, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 22 ოქტომბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დააკავეს. ის მოსამართლემ 8 დღით გაუშვა ციხეში.
რაც შეეხება გიორგი წულაიას - "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ასევე 22 ოქტომბერს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს და სასამართლოში გადაიყვანეს.