თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. ის არის ასაკრძალი - კალანდარიშვილი

30.10.25 14:01
თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. ის არის ასაკრძალი - კალანდარიშვილი

თუ პარტია არის ასაკრძალი, ე..ი. ის არის ასაკრძალი - ამის შესახებ ცესკოს ხელმძრვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. 

აკრძალული პარტიების შემთხვევაში, ყველა ამომრჩევლის ნება სრულად იქნება თუ არა წარმოდგენილი მომდევნო არჩევნების შემთვევაში? - "პირველების" აღნიშნულ კითხვაზე კალანდარიშვილი ასე პასუხობს: 

არც პარტიების რეგისტრაციის და არც მათი გაუქმების საკითხი არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციას მიკუთვნებულ საკითხს. როგორც იცით, ამას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. თუ პარტია არის ასაკრძალი, ე..ი. ის არის ასაკრძალი, თუ არადა ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური საარჩევნო კომისია", - ამბობს კალანდარიშვილი. 

პარტიების აკრძალვაში პრობლემას ვერ ხედავს, ვერც თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე. 

რაც შეეხება ლელოს, მე რასაც ვუსმინე აქ საკრებულოებზე არ არის საუბარი. პარტიები, რომლებიც ეწევიან ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას, ყველა ცივილურ ქვეყანაში იკრძალება", - ამბობს ზურა აბაშიძე.

"ქართული ოცნების" სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:

  • "ნაციონალური მოძრაობა"
  • კოალიცია "ცვლილებისთვის"  შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია "ახალზე"
  • "ლელო - ძლიერი საქართველო"