მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ლუკა აკობია 2000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლუკა აკობია 2000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამაოცხადა.
აკობიას შსს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
სტუდენტმა ლუკა აკობიამ საზოგადოებას თავი მას შემდეგ დაამახსოვრა, როდესაც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერიის დროს, დედას მიმართა.
"დედა მიყვარხარ და არ ინერვიულო"- სწორედ ეს იყო დაკავების ავტომობილში ჩასმამდე აკობიას სიტყვები.
ადვოკატის თქმით, შსს ერთი ვიდეომტკიცებულებაც ვერ წარადგინა, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან რაიმე გადაცდომას.
მივიტანეთ ვიდეომტკიცებულებები, სადაც დამკავებელი პირები არ ჩანან, ჩვენ ამ ადამიანების მიმართ გამოძიების დაწყებას მოვითხოვთ, რადგან ოქმი აქვთ გაყალბებული, ვითომდა თავად დააკავეს, მაგრამ კადრებში არ ჩანან. სასამართლომ ვერ გაბედა, რომ საერთოდ შეეწყვიტა საქმე და შსს-თვის ეთქვა, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ დაკავებულები. მართალია მინიმალური სასჯელი იქნა გამოყენებული, მაგრამ თორნიკე ქოჩქიანის მხრიდან ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება- თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.