როგორ ეხმარება “ოცნება“ რუსეთს - შეფასებები
როგორ ეხმარება “ოცნება“ რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში- როგორც ირკვევა, ავტომობილები ერთადერთი არ არის, რომლებიც ექსპორტზე ცენტრალურ აზიაში გადის, თუმცა რეალურად რუსეთში რჩება.
ეკონომისტები ამბობენ, რომ ე.წ. თეთრი პროდუქტები რუსეთში ხვდება არა მხოლოდ სხვადასხვა შემოვლითი, არამედ კანონსაწინააღმდეგო გზებით.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამისთვის გამოყენებული იყოს ოკუპირებული ტერიტორიები და ნებისმიერი აკრძალული ნივთი სწორედ ასე ხვდებოდეს ოკუპანტი ქვეყნის ხელში.
რაღაც წერილებიდან ამონარიდების გავრცელებით მოსახლეობის დარწმუნებას საბოლოო ჯამში ვერ შეძლებენ, რადგან ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია და მათ შორის, სანქციების ნაწილშიც, როდესაც ისინი მოგვიწოდებენ, რომ არ განვახორციელოთ მანქანების რეექსპორტი რუსეთის ფედერაციაში. დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცის, თუ სად ხდება და რა გზით ხდება სწორედ ამ ავტომობილების შესვლა რუსეთში, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის თქმით, როგორც ჩანს, მანქანების სქემით მოძრაობს ე.წ. თეთრი პროდუქტები, რომლებიც ცენტრალური აზიის გავლით გადის.
მანქანები რა თქმა უნდა ეს ცნობილი საქმეა აშკარად, მაგრამ თეთრ პროდუქტს რასაც ეძახიან, ესეც, როგორც ჩანს, იგივე სქემებით მოძრაობს, ცენტრალური აზიის გავლით. საქართველოს არ მიიჩნევენ მთავარ ფასილიტატორად რუსეთის ომისა უკრაინაში. გასაგებია, რომ იქ ინდოეთი და ჩინეთი სადაც არის, დახმარების ის მასშტაბი, რასაც ეს ქვეყნები უწევენ რუსეთს, საქართველოსთან შედარებით პატარაა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირსაც და ამერიკასაც ყოველთვის ასაწონ-დასაწონი აქვს, რომ რაღაქც დიდი სკანდალი მოაწყოს იმაზე, რომ საქართველო სინამდვილეში, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს რუსეთის ბარბაროსულ ომს უკრაინაში, თუ არა, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.