ჯალაღანია სისტემის ნაწილი იყო და დავალებებს ასრულებდა - “ოცნების“ დეპუტატი
ადამიანები, რომლებსაც ილია ჯალაღანიას წინააღმდეგ არაერთი საჩივარი და განცხადებები აქვთ გაკეთებული, დღეს თანამდებობებზე არიან.
მათ შორის არის ჩოხატაურის საკრებულოს კომისიის თავჯმდომარე ვლადიმერ სიხარულიძე. ის ერთადერთი იყო, რომელმაც დაადასტურა ჯალაღანიასთან კავშირი წინა ხელისუფლების დროს.
სიხარულიძე წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურად დევნილი იყო.
იმ პერიოდში შეიძლება იმ სისტემის ნაწილი იყო და ასრულებდა იმ დავალებებს, რასაც აძლევდნენ. როდესაც 2012 წელს “ოცნება“ მოვიდა, ეს გადაიყვანეს მთავარ პროკურორად. ვაპროტესტებდით, რადგან ის საკითხები, რომელებიც უნდა გაგვეპროტესტებინა, ისევ მასთან ხვდებოდა. თავის დანაშაულებებზე თვითონ აგებს პასუხს, ან გამოისყიდა უკვე - ამბობს სიხარულძე.
ცნობისთვის, გამოცემა “გურისნიუსის“ არქივში ინახება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ის მთავარ პროკურატურას მიმართავს და პირდაპირ ითხოვს ილია ჯალაღანიას წარსულის შეხსენებას. სწორედ ეს ადამიანი ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში გუბერნატორად დანიშნა.