პოლონეთში საქართველოს 39 წლის მოქალაქე დააკავეს - კაცი 11 წლის ქალიშვილს დანით ემუქრებოდა

30.10.25 16:27
პოლონეთში საქართველოს 39 წლის მოქალაქე დააკავეს - კაცი 11 წლის ქალიშვილს დანით ემუქრებოდა

პოლონეთში პოლიციამ 39 წლის ქართველი კაცი დააკავა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს თავის 11 წლის ქალიშვილს დანით დაემუქრა. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ ინციდენტი გასულ კვირას ლიპსკის რაიონში მოხდა. პოლიციელები ერთ-ერთ სახლში ოჯახური კონფლიქტის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოიძახეს. დადგინდა, რომ 39 წლის მამაკაცმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, კამათი დაიწყო, რომლის დროსაც ქალიშვილს დანით მოკვლით დაემუქრა.

ჩარევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და ოთხი შვილი, 15, 12, 11 და 2 წლის.  ძალადობაში მხილებული კაცის მიმართ „ლურჯი ბარათის“ პროცედურა აამოქმედა , რომლის მიზანია ოჯახის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გამოფხიზლების შემდეგ, 39 წლის მამაკაცი პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც მას ქალიშვილის მიმართ ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ბრალდება წაუყენეს.