პენსიონერი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული, წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

30.10.25 16:53
პენსიონერი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული, წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედების, გარყვნილი ქმედების და უქარის ფაქტზე დაკავაბული პენსიონერი, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა,  რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა. 

პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის  25 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პენსიონერი ბრალს არ აღიარებს, სხდომა კი არასრულწლოვანის ინტერესების გამო დაიხურა. 

გამოძიების ინფორმაციით, 72 წლის კაცმა 15 წლის მოზარდთან, ძალადობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის ქმედება და გარყვნილი ქმედებები განახორციელა.

მისი გახმაურების შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 15 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.