კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი 7 დღით პატიმრობაში გაუშვეს

30.10.25 16:59
კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი 7 დღით პატიმრობაში გაუშვეს

კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი 7 დღით პატიმრობაში გაუშვეს.

ქართველი ხელოვანი სამართალ დამრღვევად ქუჩაში, აქციაზე დგომის და გზის გადაკეტვის ბრალდებით გამოაცხადეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

“ეს კანონი არის უსამართლო“ - უთხრა მრევლიშვილმა მოსამართლეს.

არ ვეთანხმები საერთოდ ამ ე.წ. კანონს, რომელიც ე.წ. ხელისუფლების მიერ არის მიღებული, რომელიც არის რეპრესიული და ცდილობს, ჩაახშოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება. ის, რაც ჩვენ ამ ვითარებაში გვაქვს და როგორც შეგვიძლია, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, - თქვა მრევლიშვილმა პროცესზე.