მუნით ინფიცირების შემთხვევა ერთ-ერთ სკოლაში - მშობლები ადმინისტრაციისგან ინფორმაციას ითხოვენ
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუნით ინფიცირების შემთხვევებია გამოვლენილი. ინფექციური პარაზიტული დაავადება, სავარაუდოდ, რამდენიმე მოზარდს დაუდასტურდა. “პირველებს“ ამავე სკოლის მოსწავლეების მშობლები უყვებიან, რომ ამ დრომდე ელოდებიან სკოლის ადმინისტრაციისგან ინფორმაციას.
მათ აინტერესებთ, ჩატარდა თუ არა საკლასო ოთახებში დეზინფექცია და რამდენად უსაფრთხოა გარემო სხვა ბავშვებისთვის.
დიდი ხანია, მე მგონი, უკვე ყველა სკოლაშია მოდებული. მშობლებისგან გავიგეთ, რომ უტარდება კლასებს დეზინფექცია, არაფერი საშიში არაა. ადმინისტრაციიდან არავინ გვეკონტაქტება, ზარებს არ პასუხობენ. ჩვენ გვაინტერესებს, რომელი ხსნარებით ხდება საკლასო ოთახების გაწმენდა, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
როგორც ვიცი, სამ ბავშვზეა საუბარი - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
მასწავლებლები ამბობენ, რომ “მშობლები არიან პანიკიორები და ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა.“
ცრუ ინფორმაცია გაქვთ, ალერგია ჰქონდა ბავშვს და არ დადასტურდა- ამბობს ის.
180-ე საჯარო სკოლასი სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მუნის შემთხვევებმა იმატა კახეთშიც - ინფექციის გამო, რამდენიმე სკოლაში სასწავლო პორცესიც კი შეწყდა.