"რუსული სტანდარტის დიქტატურაში შიმშილობა ღირსების აქტია" - შიმშილობის მეხუთე დღე პარლამენტთან

01.11.25 11:34
"რუსული სტანდარტის დიქტატურაში შიმშილობა ღირსების აქტია" - შიმშილობის მეხუთე დღე პარლამენტთან

შიმშილობის მეხუთე დღე პარლამენტთან - ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მოქალაქეები ამ დრომდე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

საკვების მიღებაზე უარს ჯამში ხუთი ადამიანი ამბობს, მათგან ოთხი უშუალოდ პროტესტის შუაგულშია, ერთი კი ის მოქალაქეა რომელიც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა და ამ დრომდე, გზის გადაკეტვის ბრალდებით იზოლატორში რჩება. 

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა მაინც საყურადღებო, მაგრამ ამის მიუხედავად,  პარლამენტის მიმდებარედ სასწრაფო დახმარება არ დგას.

მოშიმშილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს 2 დღის წინ მიმართეს თხოვნით, გამოუყონ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობოთ უწყება არ რეაგირებს.

მოშიმსილეები ამბობენ, რომ პროტესტის უყკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 

ჩვენი პროტესტის ფორმა დრომ მოიტანა. ეს მე არ ამირჩევია, აირჩია ივანიშვილმა, სწორედ მან ჩამაყენა ამ მდგომარეობაში. ჩემი გადაწყვეტილება არასდროს ყოფილა შიმშილობა. დღეს ივანიშვილმა პირდაპირ გვითრხა, რომ ის ქმნის რუსული სტანდარტის დიქტატურას ქქვეანაში და რუსული სტანდარტის დიქტატურაში შიმშილობაც კი ღირსების აქტია და არა პოლიტიკურ შედეგზე ორიენტირებული. ამიტომ, მე შედეგებზე, მართალი გითხრათ, ნაკლებად ვფიქრობ, ვიცი, რომ ვართ ისტორიის სწორ მხარე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

მსგავსი სიახლეები