"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი განსასჯელის სკამზე - კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ნატო ხუჯაძე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილის პროცესი მიმდინარეობს - განსასჯელის სკამზე სუს-ის ექს შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, კობა გაბუნია ზის. საქმეს მოსამართლე ნატო ხუჯაძე იხილავს, სწორედ მან უნდა იმსჯელოს დღეს ყოფილი მაღალჩნოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე.
- გამოძიება კობა გაბუნიას ბაღების და სკოლების მშენებლობებისთვის განკუთვნილი მილიონების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
პროკურატურა გაბუნიას მიმართ პატიმრობას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარემ სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა, უძრავი ქონების უზრუნველყოფით.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.
აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც.
საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა.
- ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია 2 დღის წინ დააკავეს.