"შეიძლება რამე გამომრჩა" - ლილუაშვილის მეგობარი ექს-მაღალჩინოსანის სიტყვა სასამართლოზე

01.11.25 16:16
"შეიძლება რამე გამომრჩა" - ლილუაშვილის მეგობარი ექს-მაღალჩინოსანის სიტყვა სასამართლოზე

"მატერიალური გამორჩენა ჩემს ცხოვრებაში არ მქონია" - ასე მიმართა სასამართლოს დაკავებულმა ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილემ, კობა გაბუნიამ, რომელსაც გამოძიება ბაღების და სკოლების მშენებლობებისთვის განკუთვნილი მილიონების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

სასამართლომ სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლს ლილუაშვილის გარემოცვის წევრმა სამართლოს უთხრა, რომ თავად ბაღებთან დაკავშირებულ ყველა შესყიდვას ვერ გაივლიდა, თუმცა აღიარა, რომ მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა.

"შეიძლება რამე გამომრჩა" - თქვა სხდომაზე კობა გაბუნიამ. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილემ დღეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

არასდროს ცხოვრებაში რაიმე მატერიალური უზრუნველყოფაზე  და სარგებელზე არც მიფიქრია. კონკრეტულ შემთხვევაში რაც გამოიხატება, შეიძლება რაღაც საკითხი გამომრჩა. ჩემი უშუალო დავალებით ან რამე
ფორმით ჩემი ჩართულობა ასე არ გამოხატულა. ალბათ, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. აქ ხო ერთი კომპანია არ არის, ბევრია. მიმდინარეობდა სამუშაოები და  შეიძლება გამომრჩა რაღაც, მაგრამ ინტერესი და სარგებელი მე არ მიმიღია - ეს არის უპირობო. მე ძალიან ვწუხვარ,  იმიტომ რომ მუნიციპალური განვითარების გუნდი ყოველთვის იყო ძლიერი. ეს ბაღები-  248 ბაღი იყო პირველ ეტაპზე. იყო უამრავი კრიტერიუმი; ძალიან  ბევრი სამუშაოები; საქმიანობა და როგორც ასეთი მე ვინმეს რამე დავავალე - არ ყოფილა. შეიძლება გამომრჩა,  არ უნდა  გამომრჩენოდა, მაგრამ  როგორც ასეთი მე სარგებელს არ ვეძებდი. ავანსი იყო ხელისუფლების მხრიდან ის, რომ ყველა კომპანია თანაბარ პირობებში ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროა, რომ გამოვიდა ასეთი კომპანია, რომელიც თაღლითი გამოდგა. მასიურად მიმდინარეობდა პროცესები/ სამუშაო თუმცა რაიმე დაინტერესება და გამორჩენა მე არ მქონია. 

რაც შეეხება იმას, რომ მე დავიმალები ან გავიქცევი ან არ ვითანამშრომლებ,  უბრალოდ არ მომეცა საშუალება რომ  მასალებს გავცნობოდი, გაკვირვებული დავრჩი. 2024 წლიდან ამ კომპანიასთან შეწყდა ყველა ხელშეკრულება. ფონდის კომპეტენცია იყო კონტროლი. მე ხო ვერ გავივლიდი ყველა შესყიდვას. 883 ბაღი იყო კატასტროფულ მდგომარეობაში. ახსოვს ყველას, რომ წარმატებულად მიმდინარეობდა ეს პროექტები.

ბერძენიშვილები დააკავეს რამოდენიმე ხნის უკან. რაღაცას შეიძლება არ დავაკვირდი, იმხელა ბრალდებაა 9 მილიონი  ლარი, რა გითხრათ. არასდროს არ მქონია ჩემ ცხოვრებაში მატერიალური გამორჩენა. მე მედავებიან გულგრგილ დამოკიდებულებას, რომ რაღაცა გამომრჩა. ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე რამე მატერიალური გამორჩენა მქონოდეს.

მე მზად ვარ და მზად ვიქნები ვითანამშრომლო.  ვერც ვერასდროს ვერავინ მთხოვდა და დამავალებდა რაიმე სახით  ან ამას მიეცით ან იმას მიენიჭოს რამე. ყველაფერი მიდიოდა ობიექტურად და შეიძლება რამე გამომრჩა", - თქვა პროცესზე გაბუნიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც. 

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა. 

 

მსგავსი სიახლეები