როგორ უნდა უშველონ ინფლაციას - ეკონომისტები ფასების ზრდას საგანგაშოს უწოდებენ
ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 5.2% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 11.7%-იანმა მატებამ იქონია.
ექსპერტები და ეკონომისტები ფასების რეკორდულ ზრდას საგანგაშოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ “ეროვნულმა ბანკმა თავისი ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რომ ძალიან არ გაიქცეს ინფლაცია.“
ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით, “ახლა ქმედებაა საჭირო და პირველ რიგში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაა ამის წამალი“.
ინფლაციის მაჩვენებელში სწორედ ის საქონელია გაზრდილი, რომელიც ყველაზე ფარტო მოხმარების არის. შესაბამისად, თუ გავითავლისწინებთ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ძალიან დაბალ შემოსავლებს, ან უშემოსავლობას, ეს საკმაოდ მძიმედ აისახება მოქალაქეებზე. სურსათზე არ მგონია, ჩვენ ფასების დასტაბილურება შევძლოთ, რადგან ეს ყველაფერს დაეტყო. დაეტყო პურიდან დაწყებული. ეროვნულმა ბანკმა თავისი ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რომ ძალიან არ გაიქცეს ინფლაცია. 5,2 % ერთი შეხედვით მაღალი არ არის, მაგრამ ეს განსაზღვრული კონკრეტული 2 ჯგუფით რომ არის უდიდეს ნაწილში გამოწვეული, ეს უკვე პრობლემაა, რადგან ეს რომ ყოფილიყო პირობითად თამბაქო, ან ალკოჰოლური სასმელებით, ან სხვა ჯგუფით გამოწვეული, ესეთი მძიმე აღქმადობა არ ექნებოდა. ამ მიმართულებით ქმედებაა საჭირო, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაა პირველ რიგში ამის წამალი, - ამბობს ეკონომისტი, რამაზ გერლიანი.
ცოტა ხნის ნინ, საქსტატი ინფლაციის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, წლიურ ჭრილში, ინფლაციამ 5,2% მიაღწია, რაც წლევანდელი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:
- ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი),
- ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2 პროცენტი),
- თევზეული (16.9 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (13.9 პროცენტი),
- პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (10.2 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (8.1 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9 პროცენტი);