ბედნიერი ვარ - ნარკოდანაშაულში ბრალდებული გათავისუფლების შემდეგ
მართლა ბედნიერი ვარ - ამ სიტყვებით დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა, 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეიმ.
ქალი, რომელიც 8 თვის ორსულია, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
მას მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ არ ელოდა, თუ დღეს გაათავსიუფლებდნენ.