"სიცოცხლესაც კი შევწირავ იმისათვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ გააგრძელოს დიქტატორული პოლიტიკა" - ინტერვიუ ლეილა ცომაიასთან

04.11.25 13:30
"სიცოცხლესაც კი შევწირავ იმისათვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ გააგრძელოს დიქტატორული პოლიტიკა" - ინტერვიუ ლეილა ცომაიასთან

 

 

"საკუთარ სიცოცხლესაც კი შევწირავ იმისათვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ გააგრძელოს თავისი დიქტატორული პოლიტიკა" - ამის შესახებ გუშინ საპროტესტო აქციის შემდეგ, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულმა, ლეილა ცომაიამ განაცხადა. 

  • ლეილა ცომაია, ცოტა ხნის წინ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

მისი თქმით, მას ხელწერილზე ხელი არ მოუწერია. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ ის ივანიშვილის რეჟიმს დაუმორჩილებლობას უცხადებს. 

დაუმორჩილებლობას ვუცხადებ არა მარტო პოლიციას, არამედ საერთოდ ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლების რეჟიმს, ბუნებრივია. ხელწერილს მადებინებდნენ, არც ის არ წავიკითხე, არ მაინტერესებს უკანონო, დიქტატორული რეჟიმის დადგენილებები და ხელიც არ მოვაწერე. მე არაფერზე არ მოვაწერ ხელს, არაფრის პირობას არ ვიძლევი, აქედან გამათავისუფლეთ, ხვალ ისევ დავდგები იქ და რა თქმა უნდა, გზის გადაკეტვაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. 

როგორც ჩანს, ივანიშვილს ჰგონია, რომ მასავით ბოგანოა ქართველი ერი. ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციის ერი, რომელსაც გვაქვს უძველესი კულტურა, უძველესი მონაპოვრები და როგორ გაგვიბედა ის, რაც გაგვიბედა 13 წლის განმავლობაში. 

საკუთარ სიცოცხლესაც კი შევწირავ იმისათვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ გააგრძელოს თავისი დიქტატორული და მაოხრებელი პოლიტიკა. ამ უწიგნურმა ივანიშვილმა, როგორ გაგვიბედა ის, რასაც გვიბედავს, თავზე გადაგვახია კონსტიტუცია," - ამბობს ლეილა ცომაია. 

მსგავსი სიახლეები