14-დღიანი პატიმრობის შემდეგ, კახა მიქაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ყოფილმა მხარდამჭერმა, კახა მიქაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
- დღეს გათავისუფლდა მისი შვილი კონსტანტინე (კოკო) მიქაიაც, რომელმაც იზოლატორში ასევე 14 დღე გაატარა.
ქალბატონი აზა, ნუ ეს იყო საშინელება რასაც მე ვუყურებ, ბატონი გურამი, ქალბატონი ლეილა... ეს არის საშინელება, მაგრამ ჩვენ ამას უნდა გავუძლოთ, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ ყველანი ახლა, ჩემი შვილები, მთელი ოჯახი, ჩემი მეგობრები მივდივართ რუსთაველზე. ბოროტებას თავი არ უნდა დაუხარო, ბოროტებასთან მოლაპარაკებაზე არ უნდა წახვიდე, ბოროტებასთან ერთად პარლამენტში არ უნდა დაჯდე, ბოროტებას უნდა ეომო. თუ იბრძვი, მაშინ გაიმარჯვებ.
ყველა ხედავს ერთ რამეს, ჩვენი თავგანწირვა, ამ ადამიანების თავგანწირვა არ არის საკმარისი, ამიტომ მე მივმართავ ყველას, სახლებში, სამზარეულოებში, მაცივარს მიფარებულები გულზე ჯიხს რომ იკრავთ, ეს საკმარისი არ არის, გამოდით რუსთაველზე, ყველანი რუსთაველზე. ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს და კრემლის ადგილობრივ ბიჭ-ბუჭებს ჩვენი გარუსების საშუალებას. მე გარუსების წინააღმდეგი ვიყავი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დროიდან, როდესაც მე ერთ-ერთი რიგითი ქართველი მათ გვერდში ვედექი და ვიქნები ბოლომდე," - თქვა კახა მიქაიამ.
ცნობისთვის, კახა და კოკო მიქაიაები 21 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. მათ სასამართლომ 14-14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.