ლეილა ცომაიამ გზა ისევ გადაკეტა

04.11.25 21:25
ლეილა ცომაიამ გზა ისევ გადაკეტა

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა, ლეილა ცომაიამ, რომელიც გუშინდელი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს,  გზა ისევ გადაკეტა.

მისი თქმით, სანამ ივანიშვილის უკანონო ხელისუფლება და პოლიციური რეჟიმი არ შეწყვეტს რეპრესიებს, ისინი პროტესტს არ შეყვეტენ.

სანამ ივანიშვილის უკანონო ხელისუფლება და პოლიციური რეჟიმი არ შეწყვეტს რეპრესიებს, არ შეწყვეტს ხალხის დატერორებას, და არ მოგვცემს ჩვენი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების შესაძლებლობას, ჩვენ ყოველთვის წინ აღვუდგებით ასეთი პროტესტით რეჟიმს. ივანიშვილი, როგორც ჩრდილოვანი ლიდერი, უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, პაპუაშვილმა კი დანიშნოს ახალი არჩევნები, ვიმედოვნებთ, რომ ახალ არჩევნებში არი იქნებიან ის პოლიტიკური ძალები არჩეულნი, რომლებიც გამოეკერნენ თითქოს ხელისუფლებას. ეს უნდა დასრულდეს, მუდმივი ხელისუფლება ქვეყანაში, - განაცხადა ცომაიამ.

ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა. ლეილა ცომაია 80-იან წლებში უკანონო დაკავებულების გასათავისუფლებლად ხელწერილებს აგროვებდა. 

როგორც ცომაიამ განაცხადა, მას ხელწერილისთვის ხელი არ მოუწერია.

ქალი ეროვნული მოძრაობიდან, რომელიც პროტესტის სიმბოლოდ იქცა - ვინ არის გუშინ დაკავებული ლელა ცომაია [ფოტოები არქივიდან]

მსგავსი სიახლეები