საშიში ფერდობი თბილისში - ქართველი და გერმანელი ექსპერტები კოორდინირებულად იმუშავებენ

25.03.21 15:29
საშიში ფერდობი თბილისში - ქართველი და გერმანელი ექსპერტები კოორდინირებულად იმუშავებენ

საშიში ფერდობი თბილისში - ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება. ბოლო ინფორმაციის თანახმად, ქანები ერთამნეთთან 5 სანტიმეტრით არის დაშორებული და მათი სიღრმე 18 მეტრია. 
 

გერმანელ და ქართველ ექსპერტებს შორის დღეს პირველი შეხვედრა შედგა. მათ მონაცემები გაცვალეს და ერთმანეთთან კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ. 

ქართველი გეოლოგების მსგავსად, დედაქალაქის მერიას  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და მოსალოდნელი მეწყერის შემაკავებელი სამუშაოებისკენ  გერმანელი სეპციალისტებიც მოუწოდებენ. ისინი ასევე, საგზაო სამუშაოების შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

თბილისის მერიას ქალაქის დაგეგმარების დროს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონად იყო გამოცხადებული, თუმცა კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, კომპანია BLACK SEA GROUP-ს პირდაპირი შესყიდვით გზის გაყვანის უფლება მაინც მისცა.

კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი  ამბობს, რომ დაგეგმარებაში ამ კომპონენტების განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე  მშენებლობა აკრძალული იყო. ბენდელიანის თქმით, მერიას მეწყერის შემაკავებელი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, თუმცა სამუშაოების დაწყების დრო არ დაუკონკრეტებია. ბენდელიანია ასევე, ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საფუძველი არ არსებობს. 

ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის, რომ თვითონ ამ ფერდ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. თუმცა ამ ღოსნიძიების დანიშულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციუროთ აქტიური მეწყერის გადაადგილება, ვინაიდან წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მიმსასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილზე , შემდეგ მოხდება მიწის მასების მოჭრა და გატანა. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას, ახლა ამ ეტაპისთვის ამის აუცილებლობა არ არსებობს, -ამბობს ბენდელიანი.

ადგილზე ამ დრომდე ქართველი და გერმანელი გეოლოგები მუშაობენ. საბოლოო დასკვანს სპეცილაისტები უახლოეს საათებში დადებენ. 
 

მსგავსი სიახლეები