საგამოძიებო უწყებამ ჩვენთან თანამშრომლობა შეწყვიტა - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები

25.03.21 15:50
საგამოძიებო უწყებამ ჩვენთან თანამშრომლობა შეწყვიტა - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პროკურატურას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამ დრომდე არ იციან რა ეტაპზეა გამოძიება.  უფლებადამცველების თქმით, საქმეში 4 ახალი პირი გამოჩნდა, რომლებმაც იციან რა მოხდა ვაქცინაციამდე და მას შემდეგ, თუმცა მათი ვინაობის გამხელას საგამოძიებო უწყებისთვის არ აპირებენ. 

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ასევე, ამბობენ, რომ საგამოზიებო უწყება მათთნა არ თანამშრომლობს და არც საქმის მასალებს აწვდის. 

ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის არც გამომძიებელი, არც საქმის ზედამხედველი პროკურორი. ორი დღეა ჩვენთან შეწყვიტა თანამშრომლობა საგამოძიებო უწყებამ. ჩვენ არ გავქვს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელიც მოიპოვება მეგ ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეში, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას მიაწვდიან მეგი ბაქრაძის კომპიუტერულ ტომოგრაფიის დისკს, რომლითაც დგინდება, რომ გარდაცვლილს ფილტვების მინისებრი ორ მხრივი დაბინდვა ჰქონდა, რაც კოვიდ 19-ისთვის არის დამახასიათებელი.