"ცვლილებები ბუნდოვანია და ლავირების საშუალებას იძლევა" - იურისტი საარჩევნო კოდექსზე
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იურისტებს კითხვის ნიშნები აქვთ. მათი შეფასებით, ცვლილებები არ ექვემდებარება ნათელ და სამართლებრივ ახსნას, რადგან კანონპროექტის განმარტებითი ბარათიც არ ასახავს ცვლილებების რეალურ მოტივაციას.
უფლებადამცველის, გოგა ხატიაშვილის თქმით, ბუნდოვანი ფორმულირებები ქმნის ლავირების სივრცეს, რომელიც შესაძლოა, "ოცნებამ" საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
ჩვენ ვერ მოვისმინეთ ამ საკანონმდებლო ცვლილებების რაციონალური, მითუმეტეს, სამართლებრივი ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანონპროექტს, მათ შორის ამასაც, აქვს თავისი განმარტებითი ბარათი, განმარტებითი ბარათიც არის ძალიან ზოგადი და არ იძლევა კონკრეტულ ახსნას იმასთან დაკავშირებით, რა იყო მოტივაცია ამ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების. ეს ჩანაწერიც არის ბუნდოვანი და შესაძლებელია, რომ ამ ჩანაწერში ჩვენ მოვიაზროთ ჟურნალისტებიც, რომლებიც საარჩევნო უბნებზე შედიან ხოლმე არჩევნების დღეს და უშუალოდ ახორციელებენ იქ ვიდეო თუ ფოტო გადაღებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხმასაც იწერენ ვიდეოგადაღების პროცესში, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ ცვლილებების შედეგად, ჟურნალისტებს დარჩეთ მხოლოდ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ხმის ჩაწერის გარეშე.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იქნა პარლამენტში წარდგენილი და დაინიცირებული, შეიცავს ბევრ ბუნდოვან ჩანაწერს, რაც აძლევს ერთის მხრივ ლავირების შესაძლებლობას "ქართულ ოცნებას" და აძლევს იმის ცდუნებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კანონმდებლობა მათი ინტერესების შესაბამისად იქნას განმარტებული, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ბოლო ცვლილებებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივებში შედის რიგი შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს მოქალაქეების მონაწილეობაზე საარჩევნო პროცესში. მათ შორის:
-
საარჩევნო კომისიის წევრად ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ერთხელ მაინც დაჯარიმებულია გზის გადაკეტვის ან პროტესტის სხვა ფორმაში მონაწილეობის გამო.
-
ასევე ვერ დანიშნავენ პირს, რომელსაც საპროცესო ან სისხლის სამართლის მსჯავრი აქვს.
-
იზღუდება საარჩევნო უბანზე აუდიოჩაწერა და ვიდეოგადაღება.
-
საარჩევნო უბნიდან ერთხელ გაძევებულ პირს მომავალში პროცესში მონაწილეობა ეკრძალება.
ახალი ცვლილება აწესებს ფოტოდან და ვიდეოდან დაკავშირებულ დამატებით წესებსაც:
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს (გარდა კენჭისყრის კაბინისა), ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს შეუძლია ფოტო-ვიდეოგადაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ უშლის ხელს საარჩევნო პროცესს ან კომისიის მუშაობას და არ ახორციელებს აუდიომონიტორინგს. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გადაღება ან დამუშავება, რომელიც ამ კანონის მიხედვით, საჯარო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებს გადაღების უფლებას. კენჭისყრის ფარულობის დასაცავად კენჭისყრის კაბინაში გადაღება მკაცრად აკრძალულია.
ასევე, იკრძალება ინტერვიუს ჩაწერა უბანზე და უფრო მეტიც, თუ დაპირება იქნება, მედიას ფაქტის გადაღების უფელაბა არ ექნება. თუ გადაიღებს, ვიდეო მასალა ხმის გარეშე უნდა გაავრცელოს.
ანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მე-15 ცვლილებაა საარჩევნო კოდექსში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.