27 წლის მედდის გარდაცვალების საქმეზე მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს -ადვოკატის სკანდალური განცხადება

25.03.21 17:57
27 წლის მედდის გარდაცვალების საქმეზე მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს -ადვოკატის სკანდალური განცხადება

27 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებენ. უფლებადამცველები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი, აცხადებს, რომ ახალციხის კლინიკა ,,იმედის" პერსონალზე გამოძიება სასურველი ჩვენების მისაღებად ზეწოლას ახდენს.

 7 დღეა გასული და ოჯახს ინფორმაცია არა აქვს, შევეცდებით, საქმეში ვინც ფიგურირებს, ყველა მოწმე გამოვკითხოთ.  ,,იმედის" პერსონალზე გამომძიებლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, ჩვენ შევეცდებით, ყველა ჩვენება მოვიპოვოთ და რეაგირება მოვახდინოთ. ასევე გვყავს 4 ახალი მოწმე, რომლებმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. მათ იდენტიფიცირებას არ ვახდენთ ამ ეტაპზე - აცხადებს ადვოკატი  ნინო ამაღლობელი.

ექსპერტი გიორგი ჩალაძე ადასტურებს ადვოკატების ინფორმაციას, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხდება. 

ზეწოლა ხორციელდება ნებისმიერ საქმეში, სადაც სახელმწიფო რაღაც საკითხში ვერ თანხმდება, თუ ამ საქმეში ეს დაფიქსირდა, ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რაღაცას მალავს. ვის რაში აწყობს ამ საქმეში ხელის შეშლა? დარწმუნებული ვარ, ეს არის ხელოვნურად ჩამოწოლილი ნისლი, რომ მოხდეს სურათის შელამაზებულად დახატვა - ამბობს ექსპერტი.

27 წლის წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი იყო. ამ საქმეზე ძიება სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები