"გამოძიების იმედი არ გვაქვს" - ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა

07.12.25 13:32
"გამოძიების იმედი არ გვაქვს" - ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა

მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ "ოცნების" გამოძიებას ამ დრომდე არცერთი მოძალადე არ დაუსჯია. "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ თავდასხმა სწორედ ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული.

მაკა ჩიხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ დაზიანებებზე მეტად აწუხებს ის, რომ ამ ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობს. 

ჩვენს საქმეს არ უშველა არც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პროკურატურასთან შეერთებამ ანუ სახელების შეცვლას არ ჰქონია არსებითი მნიშვნელობა. კარლო კაციტაძე იქნება თუ გვარაკიძე იქნება, გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, ამ საქმეს არავინ გამოიძიებს. არ ველოდები "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამის გაკეთებას, იმიტომ, რომ ნამდვილად არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს იყო მათ მიერ წახალისებული და მათ მიერ ხელშეწყობილი დანაშაული, სხვაგვარად შეუძლებელია, რომ არ შეეძლოთ მათ ამ ადამიანების დასჯა. მე ვარ სრულიად დაუცველი ამ სახელმწიფოში და ეს არის ჩემთვის ბევრად მტკივნეული, ვიდრე ის ტკივილი და იარები, რაც იმ დღეს მივიღეთ მე და გიორგიმ. ჩემთვის ეს არის ბევრად შემაწუხებელი და ტრაგიკული, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სამართალი არ არსებობს და სამწუხაროდ, მე არ ვარ მარტო, ყველანი ამს ახელმწიფოში ვცხოვრობთ და ეს არის ამ ქვეყნის უბდერურება, რაც ამ ერთმა წელმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, - ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

დანაშაულს ხელისუფლების მიერ წახალისებულად მიიჩნევს ტვ პირველის ოპერატორი გიორგი შეწირულიც. მისი თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში დამნაშაავების დასჯას არც ელოდება. 

ერთი წელი გადის ზუსტად ჩვენი ამბიდან და ეს ერთი წელი უფრო მტკივნეულია, ვიდრე ის დღე, იმიტომ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გამოძიებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დამნაშავეები დაესაჯა. სრულიად უყურადღებოდ, გულრგილად შემოდეს საქმე თაროზე და დღემდე ალბათ დათარეშობენ თავისუფლად თბილისის ქუჩებში დამნაშავეები. წახალისებულები იყვნენ ხელისუფლების მხრიდან და მათ დასჯას ამ პრობებში არ უნდა ველოდოთ, - ამბობს შეწირული. 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

 

მსგავსი სიახლეები