ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ 2020 წელს ცესკო-სთან რაღაც ნივთიერება გამოიყენეს - სამოქალაქო აქტივისტი
სამოქალაქო აქტივისტი, ინგა გაგუა 2020 წელს ცესკო-სთან აქციის მონაწილეების დაშლის მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ დარწმუნებულია, საპოლიციო ძალებმა იმ საღამოს რაღაც ნივთიერება გამოიყენეს.
აქტივისტის თქმით, მის ქმარს იმ თვალში, რომელზეც წყლის ჭავლი მოხვდა სერიოზული პრობლემები აქვს, ხოლო მას მთელ ტანზე დააყარა.
სუნი იყო ისეთი საზიზღარი, იმდენად ცუდი სუნი იყო ახლაც რომ ვიხსენებ, რომ ლაპარაკი გვიჭირდა, ეს არ იყო მხოლოდ წყალი მოგვასხა ვიღაცამ და დავუშვათ კაი გაიარა იმ წყალმა, მაგრამ ვიხრჩობოდით, თითქოს ვიგუდებოდით სულ ყველა.
ზუსტად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ იმ საღამოს რაღაცა ნივთიერება გამოიყენეს. მთელ ტანზე დამაყარა, დღემდე, ზაზას აქვს სერიოზული პრობლემა ერთ-ერთ თვალში, რომელშიც წყლის ჭავლი მოხვდა და ასევე, ჩვენ, დაახლოებით ამ ინციდენტიდან 2-3 კვირაში დაეწყო ზაზას ხშირი სისხლდენა ცხვირიდან, ხრჩობა-ხველება, ამ დროს, არც გაციება, არც სიცხე, არაფერი თითქოს იხრჩობოდა. ახლა ვფიქრობ და მგონია კი არა 100% დარწმუნებული ვარ, რომ ინტოქსიკაცია მიდიოდა ზაზას ორგანიზმში," - ამბობს მოქალაქე.
2020 წელს ცესკოსთან დარბევის საქმე - გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა შერგელაშვილს "შაბათის ეთერთან" გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ცესკოსთან აქციაზე წყლის ჭავლს ქიმიური ნივთიერება გაურიეს, "პირველებმა" ის ხალხი იპოვა, ვისაც ეჭვი ჰქონდა, რომ 2020 წელს მათ წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული.