ქტიტორობა და აშენებული ეკლესია საღოლაშენში - გააგრძელებს თუ არა მსახურებას ხარება სტიქაროსნად?

08.12.25 20:24
ქტიტორობა და აშენებული ეკლესია საღოლაშენში - გააგრძელებს თუ არა მსახურებას ხარება სტიქაროსნად?

განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სპეცრაზმის ყოფილი შეფი ხარება ქტიტორი გახდა - მიტროპოლიტმა იობამა საზოგადოებას ამბიონიდან აცნობა, რომ ხალხის წამებაში მხილებული ხარება არის ტაძრის მშენებელი, რომელიც ქარელის რაიონში კვირას ეპისკოპოსმა საზეიმოდ აკურთხა. სალოღაშენის ეკლესიაში ხარებასთან ერთად, ვახტანგ გომელაურიც იყო ჩასული. თუმცა მაგნიტსკის სიაში შეყვანილ გომელაურს მხოლოდ სტუმარის სტატუსი აქვს. 

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ხარება კამერების წინ პირველად გამოჩნდა. უცნობია მან მხოლოდ ტაძარი ააშენა, თუ აქ გააგრძელებს მსახურებას სტიქაროსნად.

რა სახსრებით ააშენა ხარებამ, ტაძარი ეს იყო მისი ფული თუ სხვისი თანხა და მან მხოლოდ ქტიტორის სტატუსი მიიღო - ხარებას მიერ მიღებული შემოსავლების მიხედვით, თანხა მას ოჯახის რჩენის და დიღომში უძრავი ქონების მშენებლობის პარალელურად ასეთი სამუშაოების გაწევის საშუალებას არ აძლევს. ხარება ამტკიცებს, რომ პოსტიდან გადაყენების შემდეგ პენსიაზე გასულს არ გადაუწყვეტია ქტიტორობა და ეკლესიას დიდი ხანია აშენებს. რასაც ვერ ადასტურებენ ადგილზე. 

ხარება პირველი არ არის. მანამდე არაერთ სკანდალში გახვეული ოთარ ფარცხალაძეც ქტიტორი გახდა. მან ააშენა ტაბახმელაში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია და კელიები. მაშინ ფარცხალძემ ეკლესია პირად საკუთრებაში გადაიფორმა და ვიდრე დაასანქცირებდნენ მის სახელზე იყო გაფორმებული. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები